2018-05-28 09:45:35
"ცეკვა დღეს პოლიტიკური აქტია“ - ერთიანობის მანიფესტაცია "ბასიანზე"

"ცეკვა დღეს პოლიტიკური აქტია“ - ამ სახელწოდების ერთიანობის მანიფესტაცია "ბასიანზე" გაიმართა. 

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კლუბების დამფუძნებლები და მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრები ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ამ დრომდე გაურკვეველია როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა, არსებობა, ბრძოლა. რა თქმა უნდა სი ყველა საკითხი, რაც ჩვენ აქამდე გვაწუხებდა, არის დღის წესრიგში. დაახლოებით 7 ივნისი აქვს მმართველ პარტიას საბოლოო ვადა გადაწყვეტილების მიღებისთვის, შესაბამისად ჩვენ ამ პროცესს ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს და კვლავ ვიმეორებ, გვრჩება იმედები, რომ ეყოფა ერთხელ მაინც სახელმწიფოს კეთილგონიერება, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება,“-განაცხადა კლუბ ”ბასიანის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ.

ამავე თემაზე