ახალწვეულებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი ერთდროულად 6 რეგიონში დადეს (ვიდეო)
2018-05-26 12:32:43 · ამობეჭდვა

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ახალწვეულების ფიცის დადება 6 სხვადასხვა რეგიონში გაიმართა კერძოდ, თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში.

ცერემონია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის სამხედრო მარშებით გაიხსნა, რომელიც სამხედრო ორკესტრმა იმდროინდელი ნოტებიდან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის აღადგინა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის მოსამსახურეებმა შემოიტანეს, შესრულდა საქართველოს ჰიმნი და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას.





გაზიარება და მოწონება