Google საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს
2018-05-26 11:02:42 · ამობეჭდვა

Google საიუბილეო ბანერით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. ბანერზე საქართველოს დროშა და მთები გამოსახული. მასზე დაჭერით კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ვრცლად გაეცნოს ინფორმაციას 26 მაისის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია მიიღებს.





გაზიარება და მოწონება