სიახლეები
პოლიტიკა
სამართალი
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-05-23 14:29:03
მირზა სუბელიანის შვილი არის ორგანიზატორი - ზაზა სარალიძე (ვიდეო)

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობის ორგანიზატორი მირზა სუბელიანის შვილია.

“ მირზა სუბელიანის შვილი არის ორგანიზატორი ამ ინციდენტის, დააორგანიზა ეს ინციდენტი, რასც მოჰყვა სავალალო შედეგი. პირდაპირ ვერ ვიტყვი , რომ მირზა სუბელიანის შვილმა დაჭრის ფაქტში მონაიწლეობა მიიღო, მაგრამ არის ორგანიზატორი“ -განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, პროკურატურა მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას მფარველობს. 

“ სულ სხვა ჩვენება მოვისმინეთ და სულ სხვა კადრები გავრცელდა. ძალიან ცუდი, როდესაც იცოდნენ ეს ფაქტი და რეაგირება არ მოახდინეს. აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ეს ვიდე კადრი, იმ ჩვენებებთან რაც სასამართლოპროცესზე გაჟღერდა“ - აღნიშნა სუბელიანმა.

ამავე თემაზე