2018-05-22 21:29:34
სკანდალი: "კლუბ ბასიანში სეიფები მოწმეების გარეშე გახსნეს, კლუბის დირექტორს კი ავტომატმიბჯენილს სთხოვდნენ ჩხრეკის ორდერზე ხელის მოწერას"

კლუბ "ბასიანში" სამართალდამცველები ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. შსს განმარტავს, რომ სწორედ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება კლუბის ამ დრომდე დალუქვა. 

"კურიერი" კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა კლუბში არსებული სეიფები გახსნეს. "ბასიანის" მფლობელის ადვოკატი ამბობს, რომ სეიფის გახსნა ხელმძღვანელობამ სპეცოპერაციის ღამესვე მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. 

ვალერი გელბახიანის თქმით, სეიფი მოგვიანებით მოწმეების გარეშე გაიღო, შემდეგ კი კლუბის დირექტორს, ბოცაძეს ძალის გამოყენებით ჩხრეკის ორდერზე ხელის მოწერას სთხოვდნენ რაზეც უარი განაცხადა. 

ნახეს თუ არა "ბასიანში" სამართალდამცველებმა რაიმე კანონდარღვევა უცნობია. 

დღესვე სამართალდამცველებმა კლუბის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი დაკითხეს. მას ადვოკატის ინფორმაციით, დნმ-ს აღება მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. უცნობია რაში დასჭირდათ სამართალდამცველებს ზვიად გელბახიანის დნმ. სამართალდამცავ უწყებას განმარტება არ გაუკეთებია. 

ამავე თემაზე