სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-22 13:59:32
უმრავლესობამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო - რა პოზიცია აქვს ივანიშვილს ნარკოპოლიტიკაზე?

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ:

„პრინციპული დაპირისპირება არ გამოიკვეთა არანაირი, მაგრამ ჩვენ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ვადები რჩება ძალაში და 7 ივნისისთვის ჩვენ გვექნება შეჯერებული ვარიანტი. ძალიან ბევრი პოზიცია დაახლოვდა, მაგრამ მსჯელობა გაგრძელდება. აუცილებელი იქნება შეთანხმება დეტალებზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი.

"გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. თუ საჭიროება დადგა, შიდა კენჭისყრა ჩატარდება. რეალურად, ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზოიძემ.

ამავე თემაზე