"ორ პიროვნებას დაადო"- ბრალდებულმა სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის მონაწილეები დაასახელა
2018-05-17 18:39:48 · ამობეჭდვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის ორი მონაწილე დაასახელა- განცხადება ამის შესახებ მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, ბრალდებულმა დაასახელა საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი არასრულწლოვანი. სარალიძის მამის ინფორმაციით, ორივე პირს სავარაუდოდ ბლაგვი საგანი ქონდათ, რომლითაც გარდაცვლილებს ჭრილობები მიაყენეს.

„ორ პიროვნებას დაადო ხელი, რომლებზეც საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მქონდა აქამდე, პირდაპირ დაადო ორივეს ხელი ანუ რაღაც საგნის მაგვარი დაინახა მათ ხელში, რომელსაც უქნევდა ჩემს შვილს. ბრალდებულმა მოწმემ ნათლად აღნიშნა ის ფაქტიც, რომ გამოძიება ზეწოლას ახდენდა მასზე, ჩვენება დაუწერეს, წაიკითხა, რომელიც საქმის მასალებში არ დევს, გააქრო, ასე, რომ ვთქვათ, პოლიციამ და მხოლოდ ფარული ვიდეო ჩანაწერი არის გაჟღერებული მისი, სადაც რაღაც დეტალებს მალავს იქიდან გამომდინარე, რომ დაშინებული იყო პოლიციის მხრიდან,“ - განახცადა ზაზა სარალიძემ.





გაზიარება და მოწონება