სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 18:09:55
ლგბტ თემის აქციები შსს-სთან, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან

ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეიკრიბნენ და საგანგებო განცხადებები გააკეთეს. შსს-სთან გამართულ აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ  ლგბტ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურად იჩაგრებიან, თუმცა პოლიცია ამაზე სათანადოდ არ რეაგირებს.

აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთანაც, სადაც უფლებადამცველებმა სექსუალური უმცირესობებისთვის სრულფასოვანი განათლების უფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ სკოლებში ბულინგი უწყების გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. მათი განცხადებით, ლგბტ თემი ვერ სარგებლობს სათანადო ჯანდაცვის პროგრამით

ამავე თემაზე