ევროკავშირი ვაშინგტონის ანტიირანული სანქციების შედეგებს გაანეიტრალებს და "ბლოკირების კანონს" აამოქმედებს
2018-05-17 17:30:29 · ამობეჭდვა

ევროკავშირი არ ეთანხმება ირანისათვის სანქციების აღდგენას და დამატებითი აკრძალვების დაწესებას. თუ შეერთებული შტატები ირანს სანქციებს დაუწესებს, ევროკავშირს მოუწევს თავისი კომპანიების დასაცავად ზომების მიღება. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი1996 წლის „ბლოკირების შესახებ კანონის“ გამოყენების პროცედურას იწყებს, რათა გაანეიტრალოს აშშ-ს ანტიირანული სანქციების ექსტერიტორიალური შედეგები. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ეს მიზეზია, რომლის გამოც ჩვენ გამოვიყენებთ 1996 წლის „ბლოკირების შესახებ კანონს“, რომელიც გაანეიტრალებს ევროკავშირში აშშ-ს ანტიირანული სანქციების ექსტერირორიალურ ეფექტებს.“-განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჯან-კლოდ იუნკერმა.

„ბლოკირების შესახებ კანონი“ ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ 1996 წელს გამოიყენა, ეს იყო აშშ-ს მხრიდან კუბას წინაარმდეგ მიღებული ექსტერიტორიალური ეკონომიკული სანქციებს საპასუხო ზომა.





გაზიარება და მოწონება