"გამოიკვეთება სხვა დამნაშავე"- ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს
2018-05-17 15:38:28 · ამობეჭდვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში დაღეს ერთ-ერთი ბრალდებული დაიკითხება. დაცვის მხარის მტკიცებით, მისი ჩვენება საქმეში არაერთ გარემოებას შეცვლის და გამოძიებისთვისაც საკვანძო იქნება.

"დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, სასამართლოს სრული სიმართლე უთხრას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს. რა თქმა უნდა, ისაუბრებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელზეც გამოძიება გაგრძელდება და ძალიან ბევრი გარემოება დადგინდება, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, ასევე სხვა პირზე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ მის მიერ მიცემული ჩვენებით ბევრი რამ დადგინდება და გამოძიება გაგრძელდება, რომელიც პროკურატურას გამოყოფილი აქვს. გამოიკვეთება სხვა დამნაშავე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენება გამოძიების დაწყების საფუძველი არ გახდება, მაგრამ გამოყოფილ გამოძიებაში გაგრძელდება თუ ვინ, ვის, როდის მიაყენა დაზიანება და რა მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან", - განაცხადა ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ.





გაზიარება და მოწონება