"სიყვარულს ამოფარებული ძალადობით დგას იქ უმრავლესობა ქუჩაში...ხელისუფლებაა ამის ორგანიზატორი..." - კორძაია (ვიდეო)
2018-05-17 14:59:25 · ამობეჭდვა

"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, ჰომოფობიისადმი მიძღვნილი აქციის გაუქმებას და სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას ეხმაურება, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღისადმია მიძღვნილი.

განცხადება კორძაიამ ტვ "პირველის" ეთერში გააკეთა.

კორძაია ამბობს, რომ აგრესიული ჯგუფები, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს ემუქრებიან, საქართველოს ხელისუფლების მიერ იმართებიან.

კორძაია ახსენებს რელიგიის სახელით მოსაუბრე პირებს, რომ როდესაც საუბრობენ დემოგრაფიაზე,

"გეი, ლესბი, ტრანსი და ბისექსუალი ადამიანებიც ამ ოჯახებში დაბადებული ადამიანები არიან".

"ეს ადამიანები არიან მსხვერპლნი და წელიწადში ერთხელ ჩვენც გვეკუთვნის ჩვენი პატარა ადგილი, ჩვენ ვეუბნებით რომ არ გამოხვიდე, სახლში იყავი... ჩვენ მარტო ზედაპირულად ვისმენთ ტექსტებს

სიყვარულს ამოფარებული ძალადობით დგას იქ უმრავლესობა ქუჩაში. ამაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავს, ხელისუფლებაა ამის ორგანიზატორი... ხელისუფლება ტოლობას სვამს ძალადობასა და მკვლელობას შორის,"-აცხადებს კორძაია.

თამარ კორძაიამ ნეოფაშისტების ჯგუფზეც ისაუბრა და ხელისუფლებას კონსტიტუცია და კანონი შეახსენა, რომელიც შუღლის გაღვივებას და ფაშისტურ ქმედებებსა თუ გამონათქვამებს კრძალავს.





გაზიარება და მოწონება