2018-05-17 13:59:04
ოჯახის სიწმინდის დღე - მსვლელობას მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეუერთდნენ (ფოტო)

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებს შეურთდა. მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან. 

“მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა. ამიტომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სიწმინდის დაცვას”, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

მეუფე შიოსთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.  აქციაზე იმყოფება ალავერდელი მიტროპოლიტი სამბა,  ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. 

თბილისში საპატრიარქოს ორგანიზებით მრავალათასიანი მიმდინარეობს. 40-მდე ეპარქიიდან ხალხი დედაქალაქში ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

მსვლელობის მონაწილეები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან. მსვლელობა თბილისის ყველა ცენტრალურ მოედანს გაივლის, აქციის მრევლი და სასულიერო პირები გზადაგზა უერთდებიან.

 

ამავე თემაზე