სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-05-17 12:53:16
ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება - სამადაშვილი ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გაუქმებაზე საუბრობს 

"ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიძღვნილი აქციის გაუქმებას ეხმაურებიან.

ოპოზიცია აქციის  გაუქმების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი მოქალაქეებისათვის შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს და მოქალაქეების  ჯგუფს აქვს სრული უფლება შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების. სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა. ეს ვერ მოახდინა დღეს საქართველოს სახელმწიფომ, რითაც დაარღვია მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე