სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-05-17 10:52:13
"კარგად არიან მოწყობილები ნაცებიც და ქოცებიც" - პრეზიდენტი (ვიდეო)

კარგად არიან მოწყობილები, ეს ნაცებიც და ქოცებიც. რამდენიმე ნაცი ციხეში არიან ჩასმული და ეს ქოცები რაღაცას დააშავებენ და გეგონება ყველა დანაშაული გაუქარწყლდათ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. 

გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, "ნანუკას შოუში" ისაუბრა. 

წამყვანის კითხვაზე რატომ არ იწყალებს ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს, რომელთაც სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვთ, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ დანაშაული და ბრალდება მათ მიმართ წაყენებული საკმაოდ მძიმეა. 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მარგველაშვილი ამბობს, რომ ის ეხებოდა მისი ციხიდან გაყვანის საკითხს და არა მის უდანაშაულობას.  

ამავე თემაზე