სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-05-17 10:09:08
მთავარ სამმართველოში ,,კაფე გალერის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დაკითხეს

პოლიციის მთავარ სამმართველოში,  რამდენიმე საათის განმავლობაში "კაფე გალერის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იკითხებოდა. ალექსანდრე ანთაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს. უწყებიდან გამოსულმა ანთაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველების კითხვები ზოგადი იყო და ის ღამის კლუბის საქმიანობას ეხებოდა. 

მისივე თქმით, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვავში საგამოძიებო უწყებაში მისვლას ისევ აპირებს.

ამავე თემაზე