2018-05-17 09:18:50
17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე - საპატრიარქო მრავალათასიანი მსვლელობისთვის ემზადება

საქართველოს საპატრიარქო მრავალათასიანი მსვლელობისთვის ემზადება - სასულიერო პირები და მრევლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს.

შეკრების ადგილი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაა. მსვლელობის მონაწილეები შემდეგ ვარდების მოედანზე გადაინაცვლებენ. აქ მრევლი ოჯახური სიწმინდის დღეს აღნიშნავს. მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდება.

თბილისში მომლოცველებს 40-ზე მეტი ეპარქიიდან ავტობუსებით ჩამოიყვანენ. საპატრიარქო სამართალდამცავი უწყებებისგან  უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.

დღესვე საქართველოს მაშტაბით ეკლესიაში 300-მდე ოჯახის საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება.

ამავე თემაზე