2018-05-16 19:47:20
"ჯანმრთელად ვარ... დეზინფორმაცია ვრცელდება" - ჭელიძე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დეზინფორმაციას უწოდებს ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერი გიორგი ჭელიძე. "პირველ რადიოსთან" საუბარში ჭელიძე ამბობს, რომ გავრცელებული ფოტო 2017 წლისაა. "ჯანმრთელად ვარ, ეს ძველი ფოტოა, 2017 წლის 1 ნოემბრის ფოტოა. დეზინფორმაცია ვრცელდება შეგნებულად მოწინააღმდეგე ძალების მხრიდანის მიერ" ამბობს ჭელიძე.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ჭელიძე ამბობს, რომ  ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობა" დილით 10 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბება და მსვლელობით გაემართებიან პარლამენტისკენ.

 

 

ამავე თემაზე