სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-05-16 18:14:50
ამერიკის კონგრესმა „რუსული გამოძიების“ მასალები გამოაქვეყნა

აშშ-ს კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მასალები გამოაქვეყნა. საქმეში 2 ათასი გვერდია. მასალები ასევე ეხება დონალდ ტრამპ უმცროსის შეხვედრას რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიასთან. მასალებში მოყვანილია აშშ-ს პრეზიდენტის შვილის ინტერვიუ და იმ პირთა ინტერვიუები, რომლებიც ნიუ-იორკში Trump Tower-ში რუს ადვოკატს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით კრემლთან დაახლოებულ ადვოკატს, 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატ ჰილარი კლინტონზე კომპრომატები ჰქონდა და მოლაპარაკებებს მათ გადაცემაზე აწარმოებდა. ივნისის შეხვედრაზე სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა. ადვოკატი, ტრამპის შვილი, მანაფორტი, კუშნერი, ასევევ ლობისტი ახმეტშინი და რუსული ჰოლდინგი Crocus Group ის ხელმძღვანელი ირაკლი კაველაძე. ტრამპის რუსეთთან კავშირებსა და ამერიკის არცევნებში მოსკოვის ხელზე გამოძიება გრძელდება.  

ამავე თემაზე