2018-05-16 19:12:10
"მტკვარზე კიდევ არის რამდენიმე ნავსადგომი დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულეები აქვთ გაკეთებული"

მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

„მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს ხდება. დღეს მტკვარზე არის სრული კატასტროფა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ რომ შეხედავ ადამიანს, არ გესიამოვნება. დადიან ხელნაკეთი გემები და არ ვიცი რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება. თუ იქნება პროექტი, რომ თანამედროვე რაღაც გაკეთდეს მტკვარზე, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით. მიმდინარეობდა რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სრული სიმახინჯე იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ დემონტაჟი განახორციელოს. კიდევ არის რამდენიმე ნავსადგომი დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს და იმ არეალს, რომელიც საუკეთესოა ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ. 

 

ამავე თემაზე