სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-16 19:04:25
სამების მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა სახლები გამოვისყიდოთ - კალაძე

ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ შესაძლოა სახლები გამოისყიდოს და გზა გააფართოვოს- ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა: 

"ტურისტული და ყველანაირი თვალსაზრისით საინტერესო კასტელია. მისასვლელი გზები არის სერიოზული პრობლემა. არ გამოვრიცხავ, რომ მუნიციპალიტეტს მოგვიწიოს შენობა-ნაგებობების, სახლების გამოსყიდვა და მოხდეს გზის გაფართოება, რომ ნორმალური მისასვლელი გზები იყოს სამების საკეთედრო ტაძართან. ეს საკითხები მუშაობის პროცესში გვაქვს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, ბიუჯეტზე, თუმცა, ძალიან ენთუზიაზმით ვარ მე პირადად და მგონია, რომ არა მხოლოდ ძველი თბილისის, ქალაქის მასშტაბით ბევრ სასიკეთო პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კალაძემ. 

 

ამავე თემაზე