აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა ჯინა ჰასპელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
2018-05-16 18:03:39 · ამობეჭდვა

აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. "ჯინა ჰასპელი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობისთვის ყველაზე კვალიფიცირებული კანდიდატია, და ბოლო 70 წლის მანძილზე ყველაზე მომზადებული კანდიდატია."-განაცხადა კომიტეტის თავჯდომარემ რიჩარდ ბურმა. თუ პარლამენტის ზედა პალატა ასევე მხარს დაუჭერს ჰასპელის კანდიდატურას, ის აშშ-ს ისტორიაში CIA-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება.





გაზიარება და მოწონება