2018-05-16 17:42:38
დაპირისპირება "თანასწორობაში" - ოფისთან პატრული გამოიძახეს (ვიდეო)

"თანასწორობის მოძრაობის" ოფისში, სადაც რამდენიმე საათია მსჯელობენ ჩატარდება თუ არა ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქცია, პატრული გამოიძახეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება სავარაუდოდ დაპირისპირების გამო გახდა საჭირო. მოლაპარაკება დატოვა შეხვედრის რამდენიმე მონაწილემაც, მათ შორისაა ანა სუბელიანი, თუმცა არც ერთი მათგანი ჟურნალისტებთან არ საუბრობს რა ხდება "თანასწორობის მოძრაობის" ოფისში და რატომ გახდა საჭირო პატრულის გამოძახება.

ორგანიზაციის წევრები კვლავ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება, ჩატარდება თუ არა ხვალ აქცია,  მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"თანასწორობის მოძრაობაში" აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ ხვალინდელი აქციის უსაფრთხოება შესაძლოა არ იყოს დაცული და ე.წ მარშელების და ნეონაცისტური ორგანიზაციების მიერ თავდასხმა განხორციელდეს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ რომ მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარდეს. აზრთა სხვადასხვაობა კი გუშინ, შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. 

 

ამავე თემაზე