ლეოგრანდის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა" />
სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
2018-05-16 17:46:40 · ამობეჭდვა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ მოსამართლეს 50 ათასის ოდენობის გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტები უფრო სარწმუნოდ მიიჩნია, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

გიორგი მიქელაძის ადვოკატის პაატა ბოლქვაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა და წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ექპერტიზის დასკვნაა.

იგივე პოზიციაზეა ბრალდებულ ფათიჰ იაუზის ადვოკატი კახაბერ წერეთელი. რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენა აუცილებლობა არ იყო.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდება 5-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

გიორგი მიქელაძე საწყობის გამგე იყო, ხოლო თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იაუზი ტექნიკური მენეჯერი.





გაზიარება და მოწონება