სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-05-16 17:34:35
გერმანია რუსეთის წინაარმდეგ კიბერ არმიას ქმნის

"გერმანიამ კიბერ არმია უნდა შექმნას, რადგან ჰიბრიდული ომი რუსეთის სამხედრო დოქტრინის ნაწილია", განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სამხედრო ბიუჯეტის განხილვისას. მერკელი მიიჩნევს, რომ საჭიროა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, არა მარტო შეიარაღების მოდიფიცირებისათვის, არამედ საჭიროება მოითხოვს თანამედროვე აპარატურის შეძენას, რომელიც გამოწვევებს გაუმკლავდება. "რა თქმა უნდა ჩვენ თავდაცვისთვის მზად უნდა ვიყოთ, სხვა შანსი არ გვაქვს."-განაცხადა მერკელმა. 

ამავე თემაზე