17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება - ნათია მეზვრიშვილი
2018-05-16 17:26:30 · ამობეჭდვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება.​ მისივე თქმით, 17 მაისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს უწყება შეხვდა და აქციებთან დაკავშირებით მოელაპარაკა.

„იქ, სადაც გაიმართება ღონისძიება, აქციის მონაწილეების სადაც შეიკრიბებიან და ჩვენ ამაზე უკვე წინასწარ შევხვდი, მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ, მაქსიმალურად, პოლიციის მხრიდან, მათი დაცულობა იქნა უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს თბილისში ერთდროულად აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე და პატრიარქის ინიციატივით დაარსებული, ოჯახის სიწმინდის დღე.





გაზიარება და მოწონება