სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-05-16 16:42:43
მზად ვართ ყველა დეტალზე მივაწოდოთ ინფორმაცია დეპუტატებს - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებაში მზად არიან ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცენ. 

„შს მინისტრი პარლამენტში წარდგება პარასკევს. ვისაუბრებთ, როგორც სამინისტროში გატარებული რეფორმების მიმართულებით, ასევე სამომავლო გეგმებზე და ბუნებრივია, ვისაუბრებთ ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ვიქნებით აბსოლუტურად ღია და მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. მზად ვართ ყველა დეტალზე, რაც გამოძიებამ დაადგინა, რა ხდებოდა კლუბებში საგამოძიებო სამუშაოებისას და ასევე გარეთ, ინფორმაცია მივაწოდოთ დეპუტატებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე