"არაადეკვატურად ჟღერს ჩვენი პრეზიდენტის საუბარი რუსულ ოჯახებზე, მე უფრო მიდებ-მოდებას ვამსგავსებ" - გიორგი ვოლსკი
2018-05-16 16:26:56 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ლიდერი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების პოლიტიკურად მოგვარებაზე არ ფიქრობდეს.

"მსოფლიოს ლიდერი არ არსებობს, რომელიც არ ფიქრობდეს იმას, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთთან პოლიტიკურად მოაგვარებს დამოკიდებულებას. თუმცა, ეს მომენტი იმდენად შორს არის, რომ არაადეკვატურად ჟღერს ჩვენი პრეზიდენტის საუბარი რუსულ ოჯახებზე და მე უფრო მიდებ-მოდებას ვამსგავსებ ასეთი სახის განცხადებას, რომ როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენ კეთილმეზობლობას გამოვაცხადებთ რუსეთთან. ასეთი დაშვებები და პროგნოზები საფუძველს არის მოკლებულია. მაგრამ თუკი პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაანახოს მისი დამოკიდებულება და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, ეს მე ვფიქრობ მისი წინასაარჩევნო ამბიციების ნაწილია. არასერიოზული საუბარია. მე ვფიქრობ, კარგად არის დასაფიქრებელი რუსეთთან მიმართებაში განცხადებების გაკეთება. მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ ფორმატი იმაზე დიდი ვერ იქნება, ვიდრე ჯერჯერობით გაგვაჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ





გაზიარება და მოწონება