სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-05-16 15:54:13
ნარკოპოლიტიკაზე პოზიციები თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პოზიციები გუნდში თვის ბოლომდე უნდა შეაჯერონ.

„ჩვენ თვის ბოლომდე პოზიციები უნდა შევაჯეროთ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამისთვის დაახლოებით ორი კვირა გვაქვს. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა მიზანი საერთოა, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე ჰუმანური პოლიტიკის წარმოება და ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი. მთავარია, აქტიურად ვიმუშაოთ და ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში, შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას გუნდის შიგნით. მთავარია, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, ეს არის ყველას საერთო მიზანი. მთავარია ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება აღნიშნული მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციების სწორად წარმართვის შემთხვევაში, ეს მიზანი მიღწეული იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომრემ

ამავე თემაზე