"შეიძლება, ვიოცნებოთ იმაზე, როდის შეიცვლება პუტინი" - დავით ბაქრაძე პრეზიდენტის განცხადებაზე
2018-05-16 14:23:46 · ამობეჭდვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნავს, რომ ყოველთვის ნატრობდა, რუსეთის პრეზიდენტთან დალაპარაკებას. ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს პროვოცირების საშუალება არ უნდა მივცეთ.

„შეიძლება, ვინატროთ და ვიოცნებოთ იმაზე, როდის შეიცვლება პრეზიდენტი პუტინი და მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას როდის ეცდება, მაგრამ ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით გადის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე. სამწუხაროდ, ეს ყველა ის მიმართულებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნით შესუსტდა. მშვიდი უნდა ვიყოთ, მშვიდობა უნდა დავიცვათ და რუსეთს პროვოცირების საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგრამ პარალელურად, არ უნდა ველოდოთ იმას, როდის გარდაიქმნება პუტინი, არამედ რუსეთზე ზეწოლისთვის საერთაშორისო ბერკეტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც სამწუხაროდ, დღეს არ ტარდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.





გაზიარება და მოწონება