სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-05-16 14:16:52
მიმდინარეობდა ინტენსიური დისკუსია, რომელიც სულ ახლო მომავალში დასრულდება - იზორია ნარკოპოლიტიკაზე

უმრავლესობის ნება არის, რომ მომხმარებლისთვის ნარკოპოლიტიკა იყოს ლიბერალური, ხოლო გამსაღებლებისთვის მკაცრი - ეს განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. 

ლევან იზორიამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველ გუნდში მიმდინარეობდა დისკუსია, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

„პოლიტიკურ გუნდში მიმდინარეობდა ინტენსიური დისკუსია, მუშაობა, რომელიც სულ ახლო მომავალში დასრულდება იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა. ამ დისკურსში ყველა არგუმენტისთვის კარი არის ღია, თუმცა, დისკურსი ვერ იქნება უსასრულო. პრაქტიკული ამოცანა დემოკრატიაში ის გახლავთ, რომ საბოლოოდ უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. უმრავლესობის ნება კი არის ის, რომ მომხმარებლისთვის ეს პოლიტიკა იყოს ლიბერალური, ხოლო გამსაღებლებისთვის იყოს მკაცრი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ამავე თემაზე