სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-05-16 13:52:36
"ნუ გგონიათ, რომ ეს ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი გოგო-ბიჭები არიან ნაკლები ჯანის, ვიდრე შაოსანი ტაბურეტკის მატარებლები" (ვიდეო)

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 12 მაისის სპეცოპერაციაზე და საპროტესტო აქციებზე საუბრობს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის დამნაშავეების ჯგუფს მფარველობს.  

“ის ქმედებები რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში, ეს არის პირდაპირი გზა სამოქალქო დაპირისპირებისაკენ. საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია მეტად საგანგაშო და სახიფათო მეთოდი, მის მიერ მართული, ნეონაცისტური, ექსტრემისტული, რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით. ნუ ჰგონია შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აქ შემოვა როგოც ტრიუმფატორი. დღეისათვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი. ახლგაზრდებზე ძალადობდა დამნაშავეების ჯგუფი. ნუ გგქონიათ, რომ ეს ახალგაზრდა განათლებული, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი გოგო ბიჭები არიან ნაკლები ჯანის, ვიდრე ის შაოსანი, ტაბურეტკის მატარებლები. იქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება მართლაც, რომ გაერღვიათ ის კორდონი“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე