ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართები გადაეცემათ" />
"კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართები გადაეცემათ" - კახა კალაძე
2018-05-16 12:38:18 · ამობეჭდვა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართები გადაეცემათ. მისივე თქმით, დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი, თუმცა, პირველ ეტაპზე მხოლოდ 800-ის დაკმაყოფილება მოხდება.

„მინდა შევეხო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დედაქალაქში მცხოვრებ 3000-ზე მეტ ოჯახისთვის დღემდე გადაუჭრელია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა, სახელმწიფომ ვერ შეძლო მშენებლობა და ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს. 20-25 წელზე მეტი გავიდა და ისინი დღემდე ელოდებიან საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღებას. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში თუ როდის მიიღებენ ბინებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სამწუხარო გარემოება გახლავთ ის, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ხსენებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პრივატიზებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინი და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კალაძემ.






გაზიარება და მოწონება