ნარკომანი არის ბებიაშენი, ასე ვეუბნები - ნიკა ქავთარაძე
2018-05-16 11:31:20 · ამობეჭდვა

ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, პარლამენტის წინ გამართულ აქციებს და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

ქავთარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი თავის წესებით თამაშობდა და ასე არ უნდა ყოფილიყო.

“ ცოტა პოეტურად შევხედოთ. რუსთაველზე ვდგავარ გულანთებული. ნარკომანი არის ბებიაშენი, პირობითად, ასე ვეუბნები. მებრძოლი ხალხი, თავისუფლების მოყვარული ხალხი. ვდგევარ, მოდის და შენ შემოხვალ აქა, აუ ტელეფონი რანაირი გაქ? შემოდი, ვინ ჩემი ფეხები ხარ შენ. ეგ არის როცა მოვალ შსს-ში, მაშინ შენი წესებით ვიქცევი, მაგრამ აქ ძმაო ჩემი აქციაა, ჩემი წესებია“ - განაცხადა ქავთარაძემ.





გაზიარება და მოწონება