სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-05-16 11:12:58
გამორჩეული იყო ბატონი კვირიკაშვილის სადღეგრძელო, ლექსი წაეკითხა ჯობდა - ირაკლი კიკნაველიძე

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და პარლამენტის წინ გამართულ აქციებს ეხმაურება.

„ამ რეიდების მიზანი იყო ერთადერთი - საზოგადოებას გააგებინეს, რომ ამ კლუბების უკან ივანიშვილის ოჯახი არ დგას. ხელისუფლებას აწყობს მათი არსებობა. ვისაუბრეთ, როგორ მოირგეს მომრიგებლის თუ გამშველებლის მანტია. გამოვიდა ისე, რომ ტოლობის ნიშანი დასვეს მოძალადეს და მსხვერპლს შორის,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აწყობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას.

„მთავრობა ვერ წყვეტს პრობლემას, მე ვიტყოდი, რომ არ წყვეტს პრობლემას იმიტომ, რომ მას ასე აწყობს, რომ იყოს ჭაობი, სადაც ერთ მხარეს არიან რაღაცნაირი ლიბერალები, მეორე მხარეს არიან ფაშისტები და თვითონ ჰქონდეს მორგებული მანტია, რომ როგორ აშველებს ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან,“ - აცხადებს კიკნაველიძე.

ევროპული საქართველოს წევრი პრემიერ მინისტრის განცხადებასაც აფასებს.

“ჩემთვის პირადად გამორჩეული იყო ბატონი კვირიკაშვილის სადღეგრძელო.  ლექსი წაეკითხა ჯობდა. ერთს ლაპარაკობდა და მეორე ხდებოდა რუსთაველის გამზირზე“ - აღნიშნა ირაკლი კიკნაველიძემ.   

ამავე თემაზე