სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-05-16 10:54:56
მინისტრმა გვითხრა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს - ნინო ჯანგირაშვილი (ვიდეო)

კავკასიას დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი 12 მაისს რამის კლუბებში  ჩატარებულ სპეცოპერაციებს და შინაგან საქმეთა მინსიტრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მისთვის გაუგებარია რატო რჩებიან საგამოძიებო სამსახურები კლუბ ბასიანში ამ დრომდე.

მისივე თქმით,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ნათქვამი, რომ კლუბებიდან ადამიანები გამოდიოდნენ და იღუპებოდნენ, ალოგიკურია, რადგან  ჯერ დადასტურებული არ არის, რომ გარდაცვლილებმა ნარკოტიკული საშუალებები კლუბში მიიღეს

“ სიმართლე გითხრათ არ ველოდი ქალბატონ ნათიასგან ასეთ ალოგიკურ მსჯელობას. ქალბატონი ნათია ამბობს, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კლუბიდან გამოსული ადამიანები, ცუდად ხდებოდნენ იღუპებოდნენ, ამგრამ მე რამდენადაც ვიცი ასეც არ არის დადასტურებული“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, "ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეები მართავდნენ მშვიდობიან აქციას მაშინ, როდესაც ნეონაცისტური ჯგუფები იყვნენ განწყობილი ძალადობისკენ, ამიტომ უნდა განხორციელებულიყო ამ ადამიანების დაკავება. 

“ მინისტრიზე წავიკითხე, რომ მან აგვაცილე სამოქალაქო დაპირისპირება.  ეს ადამიანები იყვნენ იქ ძალადობისთვის მისული და მინისტრმა გვითხრა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს“ - აღნიშნა ჯანგირაშვილამ.

ამავე თემაზე