2018-05-15 17:26:05
რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის - გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიასთან შეთანხმდა

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის- განცხადება ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სასულიერო პირის გამოგზავნის საკითხი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის შეთანხმებული და ეს თემა 14 მაისს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს. 

რუსეთის საპატრიარქო თბილისში დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს გამოაგზავნის, რომელსაც დაევალება, აუცილებელ შემთხვევაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.

ამავე თემაზე