სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-05-15 13:09:47
გიორგი გიორგანაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში, გადაიდო

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დღეს ჩანიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. მიზეზი ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.  სხდომის მდივანმა განმარტა, რომ ადვოკატი გიორგი მახარაძე თავს შეუძლოდ გრძნობს.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ მსჯავრდებულს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ სხდომაზე მისი ინტერესების დამცველები არ გამოცხადდებიან, მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

მოსამართლემ პროცესი  29 მაისს, 13:30 საათზე ჩაინიშნა.

ამავე თემაზე