სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-05-15 10:15:00
მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე დაცვის მხარეს დღეს ნივთმტკიცებებს გადასცემენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე დაცვის მხარეს დღეს ნივთმტკიცებებს გადასცემენ. ესენია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტანსაცმელი და სხვა ნივთები, რომლებსაც დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდება. დაცვის მხარე ბრალდების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგს უნდობლობას უცხადებს:

„გადავწყვიტეთ, რომ არ ვენდობით ექსპერტიზის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და ჩვენ თვითონ ჩავატაროთ კომისიური ექსპერტიზა. ვინაიდან ჩემთვის ცნობილია, რომ აბსოლუტურად სხვა გარემოება იყო ინციდენტის დღეს, მე ველოდები აბსოლუტურად სხვა დასკვნას, რომელიც დახატავს რეალურ სურათს და რომელიც იქნება ჭეშმარიტების დადგენის მიზნით,“-განაცხადა ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ.

ამავე თემაზე