ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს პატიმრობა შეეფარდა
2018-05-14 17:22:47 · ამობეჭდვა

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულთა ადვოკატები კი დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.

ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ოპერატიულ მასალებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, არც ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა.





გაზიარება და მოწონება