ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე - პროკურორი
2018-05-14 12:23:04 · ამობეჭდვა

პროკურორის ინფორმაციით, ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს და ეს მოწმეები არიან პირები, რომელთაც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს ბრალდებულებისგან.

"ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს", - განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა





გაზიარება და მოწონება