ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
2018-05-14 09:59:59 · ამობეჭდვა

მთავარი პროკურატურა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასმართლოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქართველოს მთავარმა მიმართა. სასამართლო პროცესი დღეს, 11:30 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს. საქმის მასალები უკვე გადასცეს ბრალდებული პირების ადვოკატებსაც.

სპეცოპერაცია კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" შსს-მ 12 მაისს, გამთენიისას ჩაატარა. მათი ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.





გაზიარება და მოწონება