კონტრაქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაძაბულია
2018-05-14 01:30:52 · ამობეჭდვა

კონტრაქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაძაბულია, ისინი ერთმანეთს ფიზიკურტად დაუპისიპირდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შესვლას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული არიან სპცერაზმის წევრები.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხვედრა შედგა. მინისტრის განცხადებით, კი მან კონტრაქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ პარლამენტის წინ მოედნის დაცარიელებას დაახლოებით 4 საათი დასჭირდება.

კონტრაქციის მონაწილეებიის განცხადებით, კი ისინი რამდენიმე საათით პარლამენტის შენობის წინ არსებულ ტერიტორიას დაიკავებენ.





გაზიარება და მოწონება