2018-04-30 14:25:52
კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას „ქართული ოცნებას“ – 31% მისცემდა, 29% კი კვლავ გადაუწყვეტელი ამომრჩეველია

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2018 წლის კვლევაში იმ პარტიების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებსაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მოსახლეობა ხმას მისცემდა.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?- დაჯამებულია მხოლოდ იმ 57% რესპონდენტის პასუხი, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნებზე წასვლა გადაწყვეტილი აქვთ.

კითხვაზე გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

-„ქართული ოცნება“ – 31%; ( „ქართულ ოცნებას“ მეორე არჩევნად 1% ასახელებს;)

-„არ ვიცი“ - 29%;

- უარი პასუხზე - 10%;

- „ნაციონალური მოძრაობა“ – 9%; „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე არჩევნად 2% ასახელებს;
არცერთი პარტია - 8%;

- „ევროპული საქართველო“ – 5%; „ევროპულ საქართველოს“ მეორე არჩევნად 3% ასახელებს;
სხვა - 9%;

- მეორე არჩევანი არ აქვს - 37%;

ამავე თემაზე