რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედროები ნატოს მედლებით დაჯილდოვდნენ
2018-04-27 10:49:14 · ამობეჭდვა

ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ნატოს მედლებით დაჯილდოვდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვისთვის ნატოს მედლები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იოჰან ლანგენეგერმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბრაიან კეიტ ოლეტმა და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გადასცეს. ცერემონიალს საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშიდობო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სინქრონები: პოლკოვნიკი ბრაიან კეიტ ოლეტი - “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზის მეთაური: „დღეს ჩვენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხრადაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის ნატოს მედლებით დავაჯილდოვეთ. მათ უსაფრთხოების კუთხით დაკისრებული ამოცანები მაღალ დონეზე და დიდი სიმამაცით შეასრულეს. ვაფასებ რეინჯერთა ასეულის მიერ შესრულებულ მისიას. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.“ მაიორი ვასილ ლომიძე - რეინჯერთა ბატლიონის გალიერებული ასეულის მეთაური





გაზიარება და მოწონება