სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-04-25 11:14:29
პაშინიანი მოსახლეობას ვადამდელი არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწდებს

"ახლა უკვე აშკარაა, რომ მმართველი პარტია და კერძოდ კარაპეტიანი დარწმუნებულია, რომ ხალხი სარგსიანის წასვლით დაკმაყოფილდება და ახლა შეიძლება ხელისუფლების მომავალ მოწყობაზე იფიქრონ, მკაფიოდ უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს რევოლუციის გეგმებში არ შედის."- განაცხადა საპროტესტო აქციების ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა. ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ სარგსიანის გადადგომის შემდეგ შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელსაც ხალხის კანდიდატი უხელმძღვანელებს და შემდგომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. სარგსიანი წავიდა, მაგრამ ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებას ჩამოაშოროს რესპუბლიკური პარტია, სხვა შემთხვევაში მათ მიერ ჩატარებული არჩევნები  ქვეყნის პოლიტიკაში არაფერს შეცვლის, მიიჩნევს პაშინიანი. 

ამავე თემაზე