2018-04-23 18:28:49
ეროვნული გვარდიის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2018“ დაიწყო

უწყებათშორისი კოორდინაციისა და შეიარაღებული ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სისტემის დახვეწის მიზნით ეროვნულ გვარდიაში სამეთაურო-საშტატო სწავლება „შამქორი 2018“ დაიწყო.

ერთკვირიანი სწავლების გახსნას სასწავლო ცენტრ „ბაზალეთის“ ტერიტორიაზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. კურსის ხელმძღვანელებმა მას სწავლების სტრუქტურა, მიზნები და სამომავლო გეგმები ადგილზე გააცნეს.

სწავლების განმავლობაში ეროვნული გვარდიისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბები მოწინააღმდეგის ჰიბრიდული მოქმედებების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში უნარჩვევებს დახვეწენ.

სწავლებაში „შამქორი 2018“ ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების შტაბები, მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ.

ამავე თემაზე