მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით ყოფილი პროკურორი სამართალდამცველებს აშანტაჟებს - ბორის კაკუბავას მუქარა (ვიდეო)
2018-04-19 10:17:14 · ამობეჭდვა

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მტკიცებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალურ კადრებს ფლობს. კუპრავა ამბობს, რომ ეს ვიდეომასალა სუბელიანის ხელშია და მას პირადად ჰქონდა სუბელიანთან მოლაპარაკება კადრების გასაჯაროვების შესახებ.გუშინ კი კუპრავას სუბელიანის სიმამარი, პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავა დაუკავშირდა და დაემუქრა. სატელეფონო საუბრს "კურიერი" ავრცელებს.

„მე შენ გითხარი, მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა როგორ შეიძლება...შენ არახარ ბიჭო ის დონე, რომ მირზას ელაპარაკო, შენ ვინ გავალებს ამას? მირზას, რომ მოუნდეს ვინმესთვის რამეს გადაცემა ვერ მონახავს შენ ხალხს? შენ ვინა ხარ? მე ვთვლი შენ უნდა დაისაჯო არამარტო პროკურატურით, შენ სხვანაირადაც უნდა დაისაჯო, გახსოვდეს, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა გეკისრება, ისიც უნდა იცოდე შენი ადგილი სად არის,“-ამბობს კაკუბავა სატელეფონო ჩანაწერში.

დღეს ზვიად კუპარავა პროკურატურაში დაიკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება სწორედ ამ ვიდეოკადრებს, პროკურატურაში კუპარავა მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან მედიით გააკეთა განცხადება, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრები, პროკურაუტურის ყოფილ მაღალჩნოსანთან ინახება და ის ამ კადრებით სამართალდამცველებს აშანტაჟებს.

წყარო "კურიერი"





გაზიარება და მოწონება