"ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
2018-04-18 18:28:55 · ამობეჭდვა

ქართული ოცნების დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ. მათი გაშველება მანდატურის სამსახურმა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს ჟურნალისტები შეესწრნენ, დეპუტატები დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ.





გაზიარება და მოწონება