2018-04-17 17:13:34
მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიმუშავეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდმა (UK Good Governance Fund/GGF) სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებთან და ბრიტანეთის სურსათის  შესაფუთი მასალების ასოციაციის (Foodservice Packaging Association) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროექტის პირველი ფაზის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს.  

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა და პირველმა  პოლიტიკურმა  მდივანმა და კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელმა  ბრიტანეთის საელჩოდან საქართველოში, სუზან სტერნმა მიმართეს. ღონისძიებას   სახელმწიფო უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღონისძიება  შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშემწყობი პროექტის - “მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით (DFCTA Support for SMEs)” ფარგლებში გაიმართა. პროექტის განხორციელების პირველი ფაზის შედეგად, სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიებისთვის შემუშავდა გზამკვლევი და შეიქმნა ევროსტანდარტების შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტაცია. აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მთავარი მიზანი  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა იყო. ამ დროისთვის პროექტში ჩართულია 10-მდე  შემფუთველი კომპანია.

„თავდაპირველად პროექტი გულისხმობდა სექტორის შერჩევასა და განვითარებას. პირველი ფაზა დასრულებულია. შემუშავებულია გზამკვლევი და ასევე ტექნიკური დოკუმენტი, რაც ამ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს. ზოგადად, სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ სახის პროექტებში აქტიურადაა ჩართული. ვცდილობთ, მოვახდინოთ სხვადასხვა ასოციაციის გაერთიანება, მათთვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, რათა შემდგომში ეს სექტორები ევროკავშირის ბაზარზე გავიდნენ“, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა.

პროექტის მნიშვნელობაზე დიდი ბრიტანეთის სურსათის შეფუთვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დიდი მარტინ ქეშმა ისაუბრა. „ამ პროექტის მიზანია საქართველოში შეიქმნას შესაფუთი კომპანიების ასოციაცია და შეფუთვის წარმოებამ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. ევროპული კანონმდებლობა გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მოქმედ შესაფუთ კომპანიებს შეეძლებთ ვაჭრობა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა განაცხადა მან.

სავაჭრო სამრეწველო პალატასთან აქტიური თანამშრომლობით GGF-ის პროექტს საქართველოში ახორციელებს გლობალური საკონსულტაციო კომპანია ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC საქართველო).

 

ამავე თემაზე