2018-04-17 14:46:08
"სად გააკრიტიკა მდინარაძემ პრემიერი...პრემიერის რომელი სიტყვები გავასაჯაროვე"- მდინარაძე მიმოწერის ნამდვილობას არ ადასტურებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „შაბათის კურიერში“ გასაჯაროებულ მიმოწერის ნამდვილობას არ ადასტურებს და კითხვებზე პასუხების მიღებას „რუსთავი 2"-ისგან ითხოვს.

„ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, ისევ მიწევს თქმა, რომ ეს იყო თქვენი დღის წესრიგი, რაღაცები დაალაგეთ, რაღაცების უტრირება გააკეთეს, მათ შორის, განცხადებების, ამ შემთხვევაში მე მაქვს თქვენთან კითხვა, თუ თქვენ ასე დაალაგეთ ეს მესიჯები, რომ იქ იყო მამუკა ნახსენები, რომელმაც, თითქოს, გაასაჯაროვა პრემიერის სიტყვები, რომელ სიტყვებზე იყო საუბარი, შეგიძლიათ მითხრათ? შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, მე არ გიდასტურებთ ამ მიმოწერის ნამდვილობას. თქვენ შეგიძლიათ თუ არა, მაყურებელს უთხრათ, რომელი სიტყვების გასაჯაროებაზე იყო საუბარი, მეორე - მთელი კვირის განმავლობაში ატრიალებდით, თითქოს, მდინარაძემ გააკრიტიკა პრემიერი, ასევე თქვენ უნდა გასცეთ საზოგადოებას პასუხი, სად გააკრიტიკა მდინარაძემ პრემიერი, იმიტომ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ნარატივს დებდით, რომ თითქოს, მე გავაკრიტიკე პრემიერი. პრემიერის რომელი სიტყვები გავასაჯაროვე, როდესაც თქვენ ამაზე პასუხს ვერ გასცემთ, თქვენი ინფორმაცია არ იქნება ავთენტური. თქვენ გეკითხებით იმიტომ, რომ თქვენ გაუშვით ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე